თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ მუსიკაზე შეყვარებულ ხელოსანს სურპრიზი მოუწყო.
სააგენტომ შეამჩნია, რომ ერთ-ერთი ხელოსანი ბაღის რემონტისას კარგად მღეროდა. მას ანსამბლი “ბასიანი” ესტუმრა და მისმა წევრებმა სიმღერა ხელოსანთან ერთად შეასრულეს.
“პაატა წარმოშობით ქუთაისიდანაა და მისი ოცნება პროფესიონალ მომღერლებთან ერთად სიმღერა იყო. მადლობა „ბასიანის“ ბიჭებს მისთვის ამ ოცნების ასრულებაში დახმარებისათვის”, – წერს ვიდეოს ავტორი.