მაიკლ დუგლასისა და კეტრინ ზეტა-ჯონსის რომანტიკული შვებულება გრძელდება. ამჯერად მეუღლეები პორტოფინოში იმყოფებიან, სადაც ერთ-ერთ რესტორანთან მისულები პაპარაცებმა დააფიქსირეს. კეტრინი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა თეთრი ფერის გრძელ საზაფხულო კაბაში, რომელიც ცისფერი დეტალებით იყო გაფორმებუილი. თეთრი ფერის საზაფხულო პერანგზე გააკეთა აქცენტი მაიკლ დუგლასმაც.
74 წლის დუგლასი და 49 წლის კეტრინი თავს რომ ბედნიერად გრძნობენ, ეს ფოტოებიდან კარგად ჩანს. ინი მეგობრებთან ერთად გამართულ სადილზე ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ.