LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სიყვარული უნიკალური ძღვენია, რომელსაც რაც მეტს უნაწილებ სხვას, მით უფრო მდიდრდები თვითონ” – ოდრი ჰეპბერნის ცნობილი გამონათქვამები

12137
ოდრი ჰეპბერნი

ინგლისელი ბიზნესმენის და ჰოლანდიელი ბარონესას ქალიშვილმა, “ჰოლივუდის უკანასკნელ პრინცესად” წოდებულმა ოდრი ჰეპბერნმა, რომელიც დღემდე მილიონობით ადამიანის კერპად ითვლება, არა მხოლოდ ბუნებრივი სილამაზის და თანდაყოლილი არტისტიზმის, არამედ გულწრფელობისა და საოცარი ჰუმანიზმის წყალობით მოიპოვა მსოფლიო მაყურებლის სიყვარული.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ოდრი ჰეპბერნის ცნობილ ფრაზებს:

ნუ იქნები გულგრილი, ეს მცირედია, რაც ამ ცხოვრებაში შეგიძლია გააკეთო!გასცე – ნიშნავს იცხოვრო, თუ გაცემა არ გინდა, მაშინ სიცოცხლე რაში გჭირდება?!

წარმატება – უკან მოხედვა და გაცნობიერებაა, რომ საერთოდ არ შეცვლილხარ.

ბევრი ირგებს ანგელოზის როლს, თუმცა დამაჯერებლად თამაში ძალიან ცოტას გამოსდის.

ელეგანტურობა – ერთადერთი სტილია, რომელიც ყოველთვის მოდაშია.

სიყვარულს არც თხოვნა უნდა, არც მოთხოვნა. სიყვარული ღვთის საჩუქარია, რომელსაც
ყველა არ იმსახურებს.

ადამიანის მთავარი მოვალეობა ბავშვების დახმარებაა, რადგან ყველაფერი დაარჩენი
მხოლოდ ახირება და კაპრიზებია.

ადამიანს ნივთზე მეტად სჭირდება გაფრთხილება, მოვლა და მოფერება, ამიტომ არ ღირს
“არავის გადაყრა”.

ყოველი დაბადებული ბავშვი მტკიცებაა, რომ ღმერთს საბოლოოდ არ გაცრუებია იმედი
ადამიანებში.

ადამიანს არ აქვს უფლება აჩვენოს სხვას საკუთარი ტკივილი, რადგან არ ღირს სხვათა
საკუთარი ტკივილით, ცუდი განწყობით დათრგუნვა.

სიკეთესაც აქვს თავისი საზღვარი, ზრდილობა კი, არ ნიშნავს ყველა შეურაცხყოფის ჩუმად
მოთმენას.

წარმატება ყველას თავისი აქვს და არც წარმატებული ადამიანის მაგალითის გამეორებას
მოაქვს ყოველთვის გამარჯვება.

შეხედე ცხოვრებას ღიმილით, ფართოდ გახელილი თვალებით და ცხოვრებაც
აუცილებლად იგივეთი გიპასუხებს!

თუ სიყვარულით აკეთებ საქმეს, წარმატება აუცილებლად მოვა და იმდენ კმაყოფილებას
მოგიტანს, რამდენსაც ვერასდროს მოიპოვებ დიდების დევნაში.

ბედნიერება არასდროს მოდის ფანფარებით, რადგან ის, რაც ჭეშმარიტ სიხარულს
გვანიჭებს, ყოველთვის ჩუმად, ფეხაკრეფით მოიპარება ჩვენს ცხოვრებაში და ელის, როდის
შეამჩნევენ.

ამბობენ, სიყვარული ყველაზე საუკეთესო დაბანდებაა, რადგან რაც მეტს გასცემ, მით უფრო
მეტს დაიბრუნებო, მე კი, ვფიქრობ, რომ სიყვარული უნიკალური ძღვენია, რომელსაც რაც
მეტს უნაწილებ სხვას, მით უფრო მდიდრდები თვითონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g