დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ერთადერთ ქალიშვილს, ჰარპერს 13 წელი შეუსრულდა. ამ დღის აღსანიშნავად ბექჰემების დიდი ოჯახი გაერთიანდა და მეგა იახტით სარდინიის კუნძულებისკენ აიღო გეზი.
ფოტო/ვიდეო: როგორ აღნიშნეს ბექჰემებმა ერთადერთი ქალიშვილის 13 წლის იუბილე
როგორც ჩანს, ოჯახის დიდი მოგზაურობა კვლავ გრძელდება. ამჯერად თბილის, ოჯახური ფოტოები „ინსტაგრამზე“ თავად წყვილმა, დევიდმა და ვიქტორიამ გაავრცელეს. განსაკუთრებულად დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ ფოტოს, სადაც ისინი ვენახში გაშლილ სუფრასთან სხედან და ჩახურებულები პოზირებენ.
„საუკუნის წყვილი“, „მართლაც სამაგალითო წყვილი“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, „ნეტფლიქსის“ მიერ, ბექჰემების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი Emmy Awards-ზეა წარდგენილი. საკულტო წყვილის სკანდალური შოუ ნომინირებულია ხუთ კატეგორიაში – „საუკეთესო დოკუმენტური სერიალი“, „კინემატოგრაფია“, „მონტაჟი“, „მუსიკალური კომპოზიცია“ და „რეჟისურა“.
ბექჰემების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი Emmy Awards-ზეა წარდგენილი