შეყვარებული ადამიანებისგან ხშირად გვსმენია, რომ საყვარელი ადამიანი მხოლოდ იმის გამო დაკარგა, რომ ის მისი ბედი არ იყო. ცნობილმა ფსიქოლოგმა ჯედ დეიმონდმა 40 წლიანი კვლევის შემდეგ დაადგინა, რომ ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან პოულობს თავისი ცხოვრების სიყვარულს. მთავარი პრობლემა კი ურთიერთობაში ის სირთულეებია, რომლის გადალახვაც ბევრს უჭირს. ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ სიყვარულს აქვს 5 უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ადამიანები ხშირად მე-3 ეტაპზე შორდებიან.
შეყვარებულობის ეტაპი – ეს არის პერიოდი, როცა განსაკუთრებულად მძლავრია ბედნიერების ჰორმონი. ეს არის ეტაპი, როცა ადამიანი დიდ იმედებს ამყარებს იმაზე, ვინც მოსწონს. მისთვის პარტნიორი უნაკლო ადამიანია, ხშირად გვგონია, რომ ეს ადამიანი ჩვენს ყველა სურვილს უსიტყვოდ შეასრულებს და ასე იქნება მუდამ. ამ დროს სკეპტიკური აზრის გათვალისწინება არავის უნდა.
ურთიერთობის ოფიციალური დასაწყისი – ამ ეტაპისთვის სიყვარული უფრო მყარი ხდება და პაემანს თანაცხოვრება ცვლის. ამ დროს ადამიანები უკეთ იცნობენ ერთმანეთს. ესაა ბედნიერების და სიხარულის პერიოდი. ამ დროს ჩნდებიან შვილები, რაც ბედნიერებას კიდევ უფრო ამყარებს.