LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიყვარულისთვის სულ მზად ვარ… რატომღაც, ჩვენთან ასეა, რომ ბებერი ხარ და აღარ შეიძლება გათხოვება.. ევროპაში 70 წლისებიც დადიან შეყვარებულები“ – ეკა მამალაძე სიყვარულისა და ოჯახის შესახებ

753
Untitled design (3)

„სულ შეყვარებული არ ვარ, მაგრამ სულ მზად ვარ ამისთვის, ეს ახალგაზრდული ჟინი, რომ ყველაფერი წინ გაქვს, სულ მაქვს. ამის გარეშე არც მოტივაცია მექნება,  რომ კარგად გამოვიყურებოდე,“ – ეკა მამალაძემ სიყვარულსა და ოჯახზე „ფორტუნასთან“ ისაუბრა.

„რატომღაც, ჩვენთან ასეა, რომ ბებერი ხარ და აღარ შეიძლება გათხოვება. ევროპაში 70 წლისებიც დადიან შეყვარებულები. სიბერეში ემოციები ნელდება, მაგრამ ღრმავდება მეგობრობა, სხვა გადაფასება ხდება.

მიშელ ლეგრანმა 80 წლის რომ იყო, მაშინ მოყვანა ცოლი, 70-75 წლის ქალი. ამბობდა, რომ გადასარევი ქორწილი ჰქონდა, რადგან ამ ასაკში ზუსტად იცოდა, ვინ იყო მისი მეგობარი და ზუსტად იცოდა, ვინ დაეპატიჟებინა..

„ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ოჯახის დანგრევა იყო. ეს სტრესი საკუთარმა თავმა გადამატანინა. ასეთ დროს სხვა ვერაფერი გიშველის“ – თქვა ეკამ.

„პატარა ბავშვივით ხან კაფეში წავიყვან, ხან სხვაგან.. მერე მეუბნება: „მადლობა, რომ ქალაქში გამომიყვანე“ – ეკა მამალაძე ნანი ბრეგვაძეზე 

ვიდეო: „ბრავო!..“ – ნანი ბრეგვაძემ ეკა მამალაძესთან ერთად „ის აქ არის“ „გარდენია შევარდნაძეში“ სტუმრობისას იმღერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები