LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სკაი კავკასუსი“ სამაუწყებლო არხებს ლიცენზიის გარეშე გადასცემდა, რის გამოც შესაძლოა დაჯარიმდეს

79

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპსსკაი კავკასუსისამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების და კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო წერილობით გააფრთხილა. თუ კომპანია კომისიის გაფრთხილებას არ გაითვალიწინებს, შესაძლოა წლიური შემოსავლის 0,5%-ით დაჯარიმდეს.

კომპანია მინიმუმ 3 ათასი ლარით და მაქსიმუმ 30 ათასი ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის შემოსავლის 0,5% სამი ათას ლარზე დაბალია, მას მაინც ამ თანხის გადახდა მოუწევს. იგივე მიდგომაა იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის შემოსავლის 0,5% 30 ათას ლარს აჭარბებს” – განუცხადაფორტუნასკომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია ყურაშვილმა.

მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი შპსსკაი კავკასუსიკომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა შეამოწმა. შედეგად, გაირკვა, რომ კომპანია შემდეგ სამაუწყებლოი არხებს გადასცემდა შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „იმედი“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Starvision“, „Перец“, „Music Box“, „Пятница“, “Eurosport“, “Eurosport 2“,“РЕН ТВ”, “Discovery”, „ID“, „DTX (discovery world),” “Discovery”, “Cartoon Network”,“Setanta sport”, „Дождь”, „Animal planet”.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ასევე, გამოირკვა, რომ შპსსკაი კავკასუსისსადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებები განხორციელდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, რაცელექტრონული კომუნიკაციების შესახებსაქართველოს კანონის დარღვევაა.

კომისიის გადაწყვეტილებით შპსსკაი კავკასუსდაევალა ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების შეწყვეტა და განესაზღვრა ათი სამუშაო დღის ვადა კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის კომისიაში სრულყოფილად წარმოსადგენად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g