LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სკანდალური აღსარება გამოუვიდა, აწ უკვე გათავისუფლებულმა მინისტრმა „ოცნების” ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა“ – რომან გოცირიძე

177
Untitled design (2)

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელშიც ის წერს, რომ „დროებითი თანამდებობა ღირსეულად, ამაყმა დატოვა“, ასევე სოციალურ ქსელში ეხმიანება „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე.

„ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა“ – ზურაბ აზარაშვილი

როგორც რომან გოცირიძე წერს, „ჯანდაცვის აწ უკვე გათავისუფლებულმა მინისტრმა „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა“.

„აღარასოდეს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა“, წერს თავის გამოსამშვიდობებელ განცხადებაში და მის მოხსნას „მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესებს“ უკავშირებს. ფაქტობრივად, მის დანიშვნამდე არსებული ცხრაწლიანი პერიოდი დანაშაულებრივად გამოაცხადა.

შეიძლება მისი შეფასება სწორიც იყოს, რომ არა ის ფაქტი, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევა, მის უკანა ეზოში პატარა კლინიკის ჩადგმა და დანარჩენი ტერიტორიის სამშენებლო მიზნებით გაყიდვა სწორედ ამ „მძლავრი დაჯგუფებების“ ინტერესში შედიოდა. არც ახლა შეცვლილა არაფერი, რომელსაც თავადაც ლობირებდა. თუ ღარიბაშვილი ამბობდა, ჯერ დავანგრიოთ საავადმოყოფო და მერე ავაშენოთ ახალიო, კობახიძე ამბობს, რომ ჯერ ავაშენოთ და მერე დავანგრიოთო. ორივე მიდგომა გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კორპუსების ჩადგმას გულისხმობს, ე. წ. ინვესტორებისათვის ასეულ მილიონობით ლარის ჩაჯიბვას კოლაფსად ქცეული ქალაქის ინტერესების იგნორირების ხარჯზე.

სკანდალური აღსარება გამოუვიდა ყოფილ მონისტრს და ყოფილ და ახალ პრემიერს შორისაც დაპირისპირებას ახადა ფარდა“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ჯანდაცვის აწ უკვე განთავისუფლებულმა მინისტრმა ქართული ოცნების ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა. “აღარასოდეს დაბრუნდება ის…

Posted by Roman Gotsiridze on ორშაბათი, 04 მარტი, 2024

ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

„ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით.. უკმაყოფილება იყო სამედიცინო საზოგადოებაში“ – რას აცხადებს პრემიერი ზურაბ აზარაშვილის გადადგომაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები