36 წლის სკარლეტ იოჰანსონი დედა მეორედ გახდა. მსახიობსა და მის მესამე ქმარს, 39 წლის კოლინ ჯოსტს პირველ საერთო შვილი შეეძინათ.
მატება ჰოლივუდში – 36 წლის სკარლეტ იოჰანსონი მესამე ქმრისგან ბავშვს ელოდება
სასიხარულო ამბავი კოლინმა 600 ათას „ინსტაგრამ“ გამომწერს თავად გაუზიარა.
„კარგით, კარგით, ჩვენ ბიჭი შეგვეძინა, მას კოსმო ჰქვია და ჩვენ ის გვიყვარს“, – წერს კოლინი
ცნობისთვის, წყვილი გასულ წელს ფარულად დაქორწინდა. ეს სკარლეტის მესამე ქორწინებაა, პირველ ქორწინება რაიან რეინოლდსთან 3 წელს გაგრძელდა. შემდეგ მსახიობი რომეინ დაურიაკზე გათხოვდა, მასთან მსახიობს 6 წლის ქალიშვილი ჰყავს.