ლონდონში „შურისმაძიებლების“ ახალი ფილმის პრემიერა შედგა. მსოფლიო პრემიერას თავად სკარლეტ იოჰანსონი მასპინძლობდა, რომელიც წითელ ხალიჩაზე „ტომ ფორდის“ სექსუალური შავი სამოსით გამოჩნდა. ასიმეტრიული კომბინეზონი იოჰანსონს მინიმალისტურ აქსესუარებთან ჰქონდა შეხამებული.
მსოფლიო პრემიერას ასევე ესწრებოდნენ „შურიმაძიებლების“ სხვა მსახიობებიც, მათ შორის პოლ რადი და კრის ჰემსვორტი.