People’s Choice Awards-ის რიგით 44-ე ცერემონიალზე ტრადიციულად კინოსა და ტელევიზიის ის ვარსკვლავები გამოარჩიეს, რომლებმაც ხალხის ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. გამარჯვებულთა შორის იყვნენ სკარლეტ იოჰანსონი, მილა კუნისი, ვიქტორია ბექჰემი, კარდაშიანების ოჯახი და რიტა ორა. ცხადია, საკმაოდ საინტერესო გახდა ვარსკვლავების გამოჩენა წითელ ხალიჩაზე, სადაც ყველაზე გამორჩეული სკარლეტ იოჰანსონი იყო.
მეგავარსკვლავი დაჯილდოებაზე ბრწყინავდა „ვერსაჩეს“ სექსუალური კომბინეზონით. დეკოლტირებული ზედა მსახიობს შავი ფერის შარვალთან ჰქონდა შეხამებული, ანსამბლს კი მასიური ქამარი ამშვენებდა. იოჰანსონმა აქცენტი მაკიაჟზე გააკეთა და თვალზე მკვეთრი ჩრდილებით გამოჩნდა ფოტოგრაფებთან.