სკარლეტ იოჰანსონს პირადი დღე ჰქონდა „კანის კინოფესტივალზე”. 40 წლის მსახიობმა ფესტივალზე თავისი სარეჟისორო დებიუტი წარადგინა, ფილმი „დიადი ელეონორი” საკონკურსო პროგრამის ფარგლებში აჩვენეს. ამას ფესტივალზე მოჰყვა მეორე ფილმის „პირადი ცხოვრების” პრემიერაც. ამ დღეს იოჰანსონი ბრწყინავდა „პრადას” შიფონის კაბაში.
ფილმი „დიადი ელეონორი” 90 წლის ქალბატონის ისტორიას გვიყვება, რომელიც 19 წლის სტუდენტთან მეგობრობას იწყებს. დრამაში მთავარ როლს ჯუნ სკუიბი ასრულებს.
57 წლის კარლა ბრუნი „რობერტო კავალის” შინდისფერ ხავერდის კაბაში „კანის კინოფესტივალზე”





