LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკარლეტ იოჰანსონის ქორწინება კრიზისშია

119

სკარლეტ იოჰანსონის ქორწინება კრიზისს განიცდის. მსახიობის მეგობარი მედიასთან ამბობს, რომ სკარლეტი ქმართან განშორებასაც განიხილავს.

მსახიობი და მისი ქმარი, ფრანგი რომენ დორიაკი მონტანაში 2014 წელს დაქორწინდნენ. მათ იდეალურ წყვილად მიიჩნევდნენ. სკარლეტი და რომენი საუთარი პირადი ცხოვრების დეტალებს არასოდეს ასაჯაროებდნენ. მათქმა ქორწილმაც და ბავშვის გაჩენამაც პრესისგან დაფარულად ჩაიარა.

ხმები იმის შესახებ, რომ სკარლეტი პარიზში ცხოვრებით მაინცდამაინც ბედნიერი არ არის, ნელ-ნელა გავრცელდა მედიაში. ერთ-ერთ ინტერვიუში თავად მსახიობმაც განაცხადა, რომ ქმართან კონფლიქტიც მოსდის ხოლმე.

„ჩხუბის დროს ინგლისურად ველაპარაკებით ერთმანეთს, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ, ფრანგული ვისწავლო. ჩხუბის დროს მნიშვნელოვანია, საკუთარი აზრი რაც შეიძლება სწრაფად თქვა, ეს კი მშობლიურ ენაზე უფრო მიმარტივდება,“ – აღნიშნა იოჰანსონმა.

რა გახდა მათი ურთიერთობის გაფუჭეიბს მიზეზი, ცნობილი არ არის, თუმცა მსახიობის მეგობრები ამბობენ, რომ იოჰანსონს პარიზში ცხოვრება აღარ უნდა და აშშ-ში დაბრუნებაზე ოცნებობს. საფრანგეთში მსახიობი თავს მარტოსულად გრძნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g