მეუღლესთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ, სკარლეტ იოჰანსონს ახალი რომანი აქვს. ვარსკვლავი მისსავე ადვოკატთან პაემნის დროს დააფიქსირეს. გასულ უქმეებზე წყვილი ერთ-ერთი იტალიური რესტორნიდან გამოსვლის დროს გადაიღეს. ისინი ხელჩაკიდებულები მოსეირნობდნენ და ბევრს საუბრობდნენ.
32 წლის მსახიობისა და 51 წლის ადვოკატის რომანზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა რომენ დორიაკთან დაშორების შემდეგ სკარლეტმა განაცხადა, რომ მონოგამიას არ აღიარებს. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა თავისი აზრი სისრულეში მოიყვანოს.