LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სხეულისა და სასუნთქი გზების 20-%იანი დამწვრობა აღენიშნება“ – სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან, ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

181
გუგა ქაშიბაძე სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე

სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან, ერთი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. როგორც გუგა ქაშიბაძე აღნიშნავს, პაციენტს სხეულისა და სასუნთქი გზების 20-%იანი დამწვრობა აღენიშნება. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„რეანიმაციულ განყოფილებაში 1 პაციენტია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. სხეულისა და სასუნთქი გზების 20-%იანი დამწვრობა აღენიშნება. დანარჩენი ორი პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“,- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გუგა ქაშიბაძემ.

ცნობისთვის, ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში აფეთქება გუშინ მოხდა.

გარდაცვლილთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო ერთი, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ თანამშრომელია.

ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა

ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის შსს-ს თანამშრომლებიც არიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები