ჟურნალისტი და ანტერპრენერი ნინო ხაჟომია „კაცმანის სხვა პოდკასტში“ საზოგადოებას გულწრფელად უზიარებს პირად გამოცდილებას და საუბრობს იმაზე, როგორ შეიძლება ფიქრებს ფიზიკური რეალობის გამოწვევა შეეძლოს.
გადაცემის მთავარ შეკითხვას – შეიძლება თუ არა ფიქრით ყველაფერი გამოვიწვიოთ – მათ შორის, კიბოც?, ნინო ხაჟომია ასე პასუხობს:
„მთელი ცხოვრება ველოდებოდი კიბოს. ვიცოდი, რომ კიბო უნდა მქონოდა. თან როგორ მოწესრიგებულად ვაკეთებდი იცი? აი, ექვს თვეში შეემოწმე…“
წამყვანი კითხვაზე, უშვებს თუ არა, რომ საკუთარ თავს „თავად დამმართა“ დაავადება, ხაჟომია პასუხობს:
„100%-იანი გეუბნები, ვუშვებ კი არა, ვიცი რომ მე დავმართე. აჰა, ვიცი. ახლა ამ გადმოსახედიდან სხვანაირად წარვმართავდი ჩემ ფიქრებს. ჩვენ ყველა იქ მივდივართ და ის გვემართება, რისიც გვეშინია…
პირველი ეტაპი არის აღიარება, უნდა აღიარო, რაც გჭირს, მე ეს ვაღიარე – მე რომ ვამბობ, რომ კიბო მაქვს, ეს უკვე აღიარებაა… ჩემი მეგობრები მეჩხუბებიან, რატომ ამბობ რომ კიბო გაქვსო… ეს აღიარება მაძლევს შემართებას ბრძოლისთვის, ეს არის ბრძოლა საკუთარ თავთან, შენ უნდა გადააფასო ყველაფერი მათ შორის სოციუმში…
ბოლო წლებში განსაკუთრებულად, დავანგრიე ჩემი თავი ემოციურად, ყველაფრის ზღვარი წავშალე, ზღვარი დაღლასა და არდაღლას შორის, ძალიან ბევრს ვშრომობდი, არაადამიანურ პირობებში არაადამიანურად, იმდენად მაღიზიანებდა ეს ყველაფერი ჩემს თავზე დავიწყე კაიფი…
ცხოვრებაში ალბათ, უხეში, არარომანტიკული, დამოუკიდებელი ქალის პერსონაჟი ვიყავი, ჩემმა სხეულმა როგორც კი უარი თქვა ამ პერსონაჟის თამაშზე იმ წუთას გაჩნდა კიბო. რატომ ვიწყებთ თამაშს? სოციუმში დამკვიდრებისთვის და ამ დამკვიდრებაში ბევრი რამ მოიაზრება, ჯერ შედგე როგორც ადამიანი სოციუმში, მერე როგორც ფინანსურად სტაბილური ადამიანი, მერე შედგე როგორც ჭკვიანი, დამოუკიდებელი… უნდა დაამთავრო, მარტივად იცხოვრო, ერთი დღით…“
იხილეთ გადაცემა სრულად