სხვა ადამიანებზე ნერვიულობა შესაძლოა სერიოზული სტრესის მიზეზი გახდეს. ამ საკითხს ვირჯინიაში უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში იკვლევდნენ. ექსპერტებს სურდათ დაედგინათ, თუ როგორ აისახება ადამიანის ფსიქიკაზე მისი ნაცნობებისა თუ მეგობრების ცხოვრებაში განვითარებული მოვლენები. აღმოჩნდა, რომ ადამიანის განცდები შესაძლოა ძალიან სერიოზული იყოს და შესაბამისად სერიოზული გართულებებიც გამოიწვიოს. და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს მაშინ როდესაც ესა თუ ის მოვლენა არა მათ ახლობელს, არამედ მხოლოდ ნაცნობ ან საერთოდ უცნობ ადამიანს შეემთხვა. ამ მოვლენას ფსიქოლოგები ემპათიის გრძნობით ხსნიან. ანუ ადამიანს აქვს უნარი, რომ სხვებს უთანაგრძნოს და ამის გამო სერიოზული სტრესიც კი მიიღოს.