LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სხვის წიგნებზე უფრო მეტს რომ ზრუნავდა, ვიდრე საკუთარი მოთხრობების გამოცემაზე“ – კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

218
BeFunky-collage (1)

კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს ცნობილი ქართველი პროზაიკოსის ლეილა მესხის გარდაცვალების გამო.

„ლეილა მესხი ყოველთვის იმ მწერალთა შორის მოიაზრებოდა, პოპულარობისთვის რომ არასოდეს იბრძვიან, ფუჭ ხმაურს უჩუმრად შრომა და სიკეთის თესვა რომ ურჩევნიათ.

ასეთად იცნობდნენ მას ქუთაისში, სადაც ისტორიულ არქივს ხელმძღვანელობდა, ასეთად დარჩა იგი თბილისში, გამომცემლობა „მერანში“ მუშაობისას, სხვის წიგნებზე უფრო მეტს რომ ზრუნავდა, ვიდრე საკუთარი მოთხრობების გამოცემაზე, არადა, მათს უეჭველ მხატვრულ ღირსებებს ყველა აღიარებდა.

დიდი ინტერესი გამოიწვია მისი მოგონებების წიგნმა, ორიგინალური სახელწოდებით: „მთავარი სასეირ(ნ)ო ქუჩა.“
განსაკუთრებული სიხარული მიანიჭა ქალბატონ ლეილას რჩეული მოთხრობების სოლიდურმა კრებულმა, რომელიც გასულ წელს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს ცნობილი ქართველი პროზაიკოსის ლეილა მესხის…

Posted by საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო on შაბათი, 27 იანვარი, 2024

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს ლეილა მესხის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მწერლის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს“, – ნათქვამია კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g