LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩა კვარაცხელია „FIFA“-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ათეულშია – კულტურის სამინისტრო ლონდონში გამართული დაჯილდოების შესახებ

160
ing (1)

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „ნაპოლის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელია „FIFA“-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ათეულში მოხვდა.

აღნიშნულს კულტურისა და სპორტის სამინისტრო სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმიანება და წერს, რომ ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა:

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად – ქართველი ფეხბურთელი „FIFA“-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ათეულშია.

ლონდონში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია – „The Best FIFA Football Awards 2023“ გაიმართა. საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „ნაპოლის“ წევრი 7 ქულით სიაში მე-10 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალშიც გავიდა და საბოლოოდ მე-17 ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებაზე 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა.

ინფორმაციისთვის: საუკეთესოთა დაჯილდოებაზე რჩეულებს ეროვნულ ნაკრებთა კაპიტნები, მწვრთნელები, მედია და გულშემატკივრები ირჩევენ“, – წერს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად – ქართველი ფეხბურთელი „FIFA“-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელების…

Posted by საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო on სამშაბათი, 16 იანვარი, 2024

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები