LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სკიაპარელის მამაკაცი“ – Bad Bunny-ის ტრიუმფი – მაღაზიის კონსულტანტობიდან წითელ ხალიჩამდე

733
page

31 წლის Bad Bunny-მ 68-ე „გრემის“ დაჯილდოებაზე ისტორია დაწერა და პირველი ლათინო არტისტი გახდა, რომელმაც „წლის ალბომის“ ჯილდო დაიმსახურა.

,,მოპარულ მიწაზე არავინ არის არალეგალი” – ბილი აილიში და Bad Bunny „გრემის“ დაჯილდოებაზე ICE-ს დაუპირისპირდნენ

ამ დაუვიწყარ საღამოზე მან კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი გადადგა, როდესაც წითელ ხალიჩაზე „სკიაპარელის“ პირველი Haute Couture-ის მამაკაცის „ლუქით“ გამოჩნდა. ეს გახლდათ დანიელ როუზბერის ხედვით შექმნილი ექსკლუზიური, ხავერდის „სმოკინგი“, რომელსაც ზურგზე თასმები ამშვენებდა.

Bad Bunny ,,ლათინური გრემის დაჯილდოების” ტოპ ნომინატად დასახელდა

ცნობისთვის, Bad Bunny, ნამდვილი სახელით ბენიტო ანტონიო მარტინეს ოკასიო, 2016 წელს რიგითი სტუდენტი იყო. ის სწავლობდა აუდიო-ვიზუალურ კომუნიკაციას და პარალელურად მუშაობდა Econo-ს სუპერმარკეტში კონსულტანტად, რათა საკუთარი სწავლა და ყოველდღიური ხარჯები დაეფარა, ღამეებს კი მუსიკას უთმობდა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მისმა სიმღერამ, Diles DJ Luian-ის ყურადღება დაიმსახურა. სწორედ აღნიშნულმა ტრეკმა შეცვალა მისი ცხოვრება. მან კონტრაქტი ლეიბლთან, Hear This Music გააფორმა და არტისტის გზაც ტრიუმფამდე ამით დაიწყო.

ფოტო/ვიდეო: Bad Bunny Calvin Klein-ის ახალი კამპანიისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები