LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”სკიჯი” ჩაისთვის არომატულ მინარევებს დაამზადებს

102

ნატურალური, ქართული, ოჯახური ჩირისა და სოფლის ნუგბარის მწარმოებელი კომპანია ”სკიჯი”   საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტს ზრდის და ჩაისთვის არომატული მინარევების დამზადებას იწყებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა, დირექტორმა დარეჯან ბერძენიშვილმა განუცხადა, ”სკიჯი” ჩაის გურიაში, ადგილობრივი მცირე საწარმოსგან ყიდულობს, შემდეგ კი მინარევებს ამზადებს.

”ვაშრობთ ჩვენს დანადგარებში სხვადასხვა ყვავილებს და შემდეგ არომატის მისაცემად, ჩაის ვურევთ. სეზონზე ვაპირებთ ცაცხვის, ვარდის, პიტნის გამოშრობას და ჩაისთვის გემოს მიცემას”, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, არომატული ჩაი ”სკიჯის” ბრენდის ქვეშ გამოვა და ის კაფე-ბარებისთვის იქნება განკუთვნილი.

”ჩაი პარკებშია შეფუთული და დაფასოებული. 50 გრამის ჩასაბარებელი ფასი 5 ლარია. დღეს ვაპირებთ, რომ ყვავილების არომატით დამზადბეული ჩაი, ლესელიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში შევიტანოთ”, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროდუქცია ქსელურ მაღაზიებში არ გაიყიდება.

ოჯახური ჩირისა და სოფლის ნუგბარის მწარმოებელი საწარმო გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  სოფელ ხიდისთავში მდებარეობს და მასში 3 ადამიანია დასაქმებული. ცნობისთვის, საწარმო 5000 ლარით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმის ხელშემწყობი პროექტით დაფინანსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g