LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლა დაიწყო – 6 საჭირო რჩევა მშობლებისთვის

126
465

ზაფხული დასრულდა და მშობლების მთავარი საზრუნავი ამ პერიოდში სკოლისთვის მომზადებაა. ეს პროცესი და სკოლის პირველი დღეები შესაძლოა ძალიან სტრესული იყოს, ამიტომ სპეციალისტებმა რამდენიმე საჭირო რჩევა გაავრცელეს.

1. გადაერთე სკოლის განწყობაზე
ბავშვებს დიდი ალბათობით რეჟიმი აერეოდათ, გვიან დაწოლას და გვიან ადგომას მიეჩვეოდნენ. სკოლის რეჟიმზე გადართვა შესაძლოა რთული იყოს, ამიტომ უმჯობესია თუკი ამ პროცესს სკოლამდე დაიწყებთ და ახალ განრიგს მთელი ოჯახი ერთად მიეჩვევით.

2. კულტურული ცხოვრება
ბავშვებს ზაფხულში დასვენება სჭირდებათ და არ არის აუცილებელი გასული წლის სასწავლო პროგრამის გადამეორება. თუმცა, კულტურული ცხოვრება, ექსკურსიები და სხვა საინტერესო აქტივობები პატარების ტონუსში ყოფნას შეუწყობს ხელს.

3. განრიგი
ბავშვისთვის ზუსტი განრიგის შედგენა აუცილებელია, თანაც როგორც სკოლის ასევე ბაღის მოსწავლეებისთვის. ეს არამხოლოდ დროულად დაძინებას და გაღვიძებას, არამედ თამაშის დროს, ტელევიზორისა თუ სხვა გაჯეტებისთვის დათმობილ დროს ეხება. სწორი რუტინის შესადგენად გამოიყენეთ პოზიტიური ფრაზები, მაგალითად ისეთი როგორიცაა : „გარეთ გასვლას მას შემდეგ შეძლებ, როცა საშინაო დავალებას შეასრულებ.“

4. ჯანსაღი ლანჩი
აუცილებელია პატარების ლანჩი სწორად იყოს შედგენილი, საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით სავსე. ამიტომ დიდი ყურადღება დაუთმეთ მის სწორად შედგენას და ბავშვებსაც სწორი პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში დაეხმარებით.

5. სამეცადინო კუთხე
გამოყავით სახლში ადგილი, სადაც მთელ სასკოლო ინვენტარს შეინახავთ. ამ კუთხეში არ უნდა იყოს სხვა არაფერი გარდა წიგნებისა, რვეულებისა თუ სხვა საგანმანათლებლო წვრილმანისა. სასურველია, ამ კუთხეს კვირაში ან თვეში ერთხელ გადაავლოთ თვალი, რათა იქ ზედმეტი არაფერი მოხვდეს და ბავშვს მეცადინეობის პროცესში ყურადღება არ გაუფანტოს.

6. სწავლა, სწავლა და სწავლა
ბავშვების სასკოლო ცხრილს კვირის დასაწყისში გადაავლეთ თვალი და ყველაფერი ნაადრევად დაგეგმეთ. საათი 10 წუთით წინ გადასწიეთ. ეს დაგეხმარებათ რომ არ დააგვიანოთ და ყველაფერი დროულად მოასწროთ. დააყენეთ მაღვიძარა, რომელიც მეცადინეობის დროს გამცნობთ და ამ პროცესსაც რუტინის სახე მიეცემა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები