“გამოცდები გაუქმებულია მე-11 და მე-12 კლასში, ხაზს ვუსვამ, რომ ეროვნული გამოცდები წელს ისევ რჩება როგორც იყო. აქ ცვლილება წელს არ განხორციელდება,”- ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ცვლილება მომავალ წელს უკვე დაანონსებულია, მომავალი წლის ცვლილება წელს ფიზიკურად შეუძლებელია რომ განხორციელდეს, ამას ჭირდება როგორც ახალი ტესტები, ასევე მთელი რიგი სამუშაოები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია, რომელიც ცვლილებას აღარ განიცდის. ჩვენი ხედვა რაც არის, მოიცავს ძლიერი სკოლის განვითარებას და მიმართულია იმისკენ, რომ მივიღოთ რეფორმირებული სკოლა კარგი პედაგოგებით, კარგი ინფრასტრუქტურით, მაგრამ სკოლა უნდა იყოს ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუცია და გამოცდები უნდა იყოს ცოდნის შემოწმება და არ უნდა ხდებოდეს მთელი პროცესის წარმართვა იქითკენ, რომ ყველაფერი როგორც დრო, ისე რესურსი მიემართებოდეს გამოცდებისკენ,”- განაცხადა ბატიაშვილმა.