LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლები დაიკეტა, ტრანსპორტი არ მუშაობს – ბრიუსელი პარალიზებულია

49

საფრანგეთსა და ბელგიას შორის საზღვარი ჩაკეტილია, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. შეწყდა მატარებლების ტრანზიტული რეისები, ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონე გამოცხადდა, დაკეტილია სკოლები, არ მუშაობს საქალაქო ტრანსპორტი – მეტრო, ტრამვაი, ავტობუსები.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელგიის დედაქალაქში, სამეფო სასახლესთან საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს, ამ წუთებში მოკვლევა მიმდინარეობს.

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ აფეთქებები თვითმკვლელებმა განახორციელეს.

ჯერ-ჯერობით არცერთ ჯიჰადისტურ დაჯგუფებას მომხდარი საკუთარ თავზე არ აუღია. „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეებს სოციალურ ქსელებში ბელგიაში მომხდარი აფეთქებები ახარებთ ად ამბობენ, რომ ტერაქტები, დიდი ალბათობით, სწორედ „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g