LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სკოლებში 2 წლიან სავალდებულო საგნად უნდა დაემატოს „სამხედრო საქმე და თანამედროვე ტექნოლოგიები“, რაც ახლა ერთეულებმა იციან უნდა იცოდეს უმრავლესობამ“ – შეიარაღების ექსპერტი გიგა ინაშვილი

153
გიგა ინაშვილი

შეიარაღების ექსპერტი, გიგა ინაშვილი სოციალურ ქსელში სკოლებში „სამხედრო საქმისა და თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების“ სწავლის აუცილებლობაზე წერს და აღნიშნავს, რომ რაც ახლა ერთეულებმა იციან უმრავლესობამ უნდა იცოდეს.

მისი მოსაზრებით, სკოლებში ეს სწავლება 2 წლიან სავალდებულო საგნად უნდა დაემატოს:

„რუსეთის სკოლებში ცალკე გაკვეთილად შემოდის დრონების გამოყენების სწავლება მოსწავლეებისთვის. აქაურ „ჭკვიანებს“ სასაცილოდ არ ეყოთ და არაადეკვატურ კომენტარებს წერენ.

ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, თუ გვინდა 20 წლის შემდეგ ქვეყანა არსებობდეს, იგივეა გასაკეთებელი დაუყოვნებლივ.

სკოლებში 2 წლიან სავალდებულო საგნად უნდა დაემატოს „სამხედრო საქმე და თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიები“, რაც ახლა ერთეულებმა იციან უნდა იცოდეს უმრავლესობამ.

ისე არა ოღონდ როგორც ახლაა არჩევით საგნად და ეგეც კაცმა არ იცის სად როგორ ტარდება. გარდა ამისა, ეს საგანი არ უნდა ასწავლონ მხოლოდ საბჭოთა ჯარგავლილმა ხალხმა, მათი ცოდნა აღარ შეესაბამება თანამედროვე გამოწვევებს და რეალობებს.

თანამედროვე სამყაროს და ქართულ სახელმწიფოს აღარ სჭირდება ყველასგან „შუშანიკის“ და „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნა, ვერ იქნებიან მაგით კონკურენტუნარიანები და ფასეული.

აი დრონების პროექტირების, პროგრამირების და აწყობის ბევრი მცოდნე კი გვჭირდება. ქვეყანას ჰაერივით სჭირდება მეტი ტექნიკური სპეციალობის მქონე მოქალაქე და ნაკლები ჰუმანიტარი“. – წერს გიგა ინაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები