LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში სანიტარული ნორმები მკაცრდება – განათლების სამინისტრო სწავლის შეწყვეტის საფუძველს ვერ ხედავს

415
unnamed (3)

საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების მიხედავად, განათლების სამინისტრო დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველს ვერ ხედავს.

როგორც ჟურნალისტებს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ხუციშვილმა განუცხადა, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს.

„კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება”- აცხადებენ უწყებაში.

როგორია კორონავირუსით დაავადებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა: 18 წლის გოგონას ანალიზის პასუხი კი მალე იქნება

ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აქვს ტემპერატურა და ჩივილები.

სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა სკოლებში სათანადოდ უზრუნველყონ, რისთვისაც აუცილებელია დაიცვან შემდეგი პირობები:

  • სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით;
  • საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში. ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ;
  • ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით;
  • ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით;
  • სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდეს ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები გაირიცხოს ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
  • სასადილოს დასუფთავება მოხდეს ყოველი საუზმე, სადილისა და სამხარის შემდეგ.
  • მაგიდები და ჭურჭელი გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით;
  • დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები);
  • ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად განიავდეს კლასები, ოთახები გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით;
  • სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგინდეს ტუალეტების დასუფთავების წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;
  • ნაგვის ყუთების გაცლა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს ჩაუტარდეს დეზინფექცია;
  • სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვას უმეთვალყურეო ცხოველები;
  • სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ; სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება.

თვეში 30 მილიონიანი ზარალი ტურიზმში – კორონავირუსი საქართველოში და მისი საგანგაშო შედეგები

„ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც მედიაში ვრცელდება“ – იტალიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ეკატერინე ხუციშვილის განმარტებით, სამინისტრო სრულადაა ჩართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახით ვირუსის გავრცელების საფრთხე გამწვავდება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება სკოლების დამატებით ჰიგიენური საშუალებებით საპონითა და ხელსახოცებით უზრუნველყოფას, სამინისტრო სკოლებში ჰიგიენურ საშუალებებს დღესვე მყისიერად შეიტანს.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სკოლებში სწავლისა და ბაგებში სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.

“ამ ეტაპზე აუცილებელია სკოლების, ბაღებისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა დაიცვან საზოგადოებრივი ჰიგიენის ის რეკომენდაციები, რასაც ჩვენ ვიძლევით”- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

რჩევა და რეკომენდაცია: როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან

დაავადების პრევენციისთვის აუცილებელ რეკომენდაციებს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

 

magti 5g