LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლის დირექტორობის მსურველთა სერთიფიცირება იწყება: განსაზღვრულია მაქსიმალური ქულა

175
ganatleba

საქართველოში საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის განათლების სამინისტრო სერტიფიცირების პროცესს იწყებს. განცხადება ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ გააკეთა. განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სერტიფიცირების შედეგად, კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიცირებული კადრების მოზიდვა იგეგმება.

მინისტრის მოადგილეს განმარტებით, სერტიფიცირება შედგება ორი ნაწილისაგან – ტესტირება და გასაუბრება. სერტიფიცირების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაცია განათლების სამინისტროს ვებგვერდზე 3 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება, აქედან, განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთი წლის სტაჟი აქვს.

 

რაზე ოცნებობს 79 წლის ფოთელი პედაგოგი, რომელმაც გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო

 

რაც შეეხება ტესტირების ჩატარების ფორმას, ეკატერინე დგებუაძემ არნიშნა, რომ ის ჩატარდება ელექტრონული ფორმით. კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები კი წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში.

შეფასება განხორციელდება ტესტის დასრულებისთანავე. ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე. სამინისტროს ცნობით, საჭირო ინფორმაცია წინასწარ განთავსდება მათ ოფიციალურ ვებგვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g