LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლის სარდაფში ოკუპანტებს 300 ადამიანი 4 კვირის განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდათ – მძევლად მყოფი მოქალაქეების ემოციური წარწერები

142
Untitled design (2)

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ჩერნიგოვის სოფელ იაჰიდნეში, ერთ-ერთი სკოლის სარდაფში რუს ოკუპანტებს 300 ადამიანი მძევლად ჰყავდათ აყვანილი. 

ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ რუს სამხედროებს ტყვეები 4 კვირის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარდაფში ჩაკეტილი მოქალაქეები ერთი თვის განმავლობაში თვის რიცხვებს კედელზე წერდნენ და აქვე წერდნენ დაღუპულების სახელებს – კედელზე სულ 18 მოკლული მოქალაქის სახელია.

“31 მარტი – უკრაინა აქაა”- წერია კედელზე ჩერნიგოვის გათავისუფლების თარიღის აღსანიშნავად.

სოფელ იაჰიდნეს, რომელიც უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩერნიგოვიდან 140 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, რუსი სამხედროები ერთი თვის განმავლობაში აკონტროლებდნენ.

რამდენიმე დღის წინ უკრაინულ Telegram არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებზეც განადგურებული სოფელი ჩანს.

მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებს ამავე სოფელში, 150 ადამიანი მძევლად ჰყავდათ აყვანილი, ამის შესახებ მოგვიანებით თავად გათავისუფლებული მოქალაქეები ჰყვებოდნენ და ამბობდნენ, რომ დაავადებულების და დაღუპულების გვერდით, ერთ სარდაფში უწევდათ ყოფნა.

მაშინ სოფლის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ, დაახლოებით, 130 ადამიანი ჩაკეტილი იყო დაახლოებით 65 კვ.მ ფართობის ოთახში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g