ყველა ახალი აშენებული და გარემონტებული სკოლა ინფრასტრუქტურას ახალი წესით მოუვლის.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინიცირება გაუკეთეს სკოლების მოვლა-პატრონობის (O&M) პროექტის შემუშავებას საჯარო სკოლებისთვის.
პროექტი სკოლებს მისცემს საშუალებას უკეთ მიხედონ ინფრასტრუქტურას, რაც აუცილებელი წინაპირობაა სასწავლო შედეგების გაუმჯობესებისთვის.
საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე $140 მილიონიანი კომპაქტის ფარგლებში.