LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი მესამე პირის ვინაობა ცნობილია

119

დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურმა და კონტრტერორისტულმა პოლიციამ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამლვაში ეჭვმიტანილი მესამე პირის ვინაობა დაადგინეს. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი წერს.

გაზეთის ცნობით, ეს ადამიანი ასევე იყო „გრუს-ს“ აგენტი და სკრიპალების მოწამვლამდე „ადგილს ზვერავდა“. The Telegraph-ი აღნიშნავს, რომ ეს მესამე პირი სოლსბერიში, ალექსანდრ პეტროვზე და ე.წ. რუსლან ბოშიროვზე ადრე ჩავიდა, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი სკრიპალების მოწამვლაში ადანაშაულებს.

რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია დიდ ბრიტანეთში, სოლსბერიში ნერვული აგენტი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სკრიპალების მოწამვლას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა.

5 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ და სკოტლენდ იარდმა, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა. ესენი არიან რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრ პეტროვი. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ისინი რუსეთის სამხედრო დაზვერვაში მუშაობენ.

მოგვიანებით ბოშიროვის შესახებ დეტალები გახდა ცნობილი. გამოძიების თანახმად, მას ანატოლი ჩეპიგა ჰქვია. ის ამურის ოლქში დაიბადა. მან შორეული აღმოსავლეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და მუშაობა დაიწყო რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის განყოფილების სპეცრაზმის მე-14 ბრიგადაში. ჩეპიგა სამჯერ იყო მივლინებით ჩეჩნეთში და პოლკოვნიკის ჩინი აქვს. 2014 წელს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის მას რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა – The Insider-ის აზრით, საქმე, სავარაუდოდ, უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g