აუქციონის სახლის Classic Car-ის ლოტებს შორის ზოგჯერ ძალიან უჩვეულო ეგზემპლარები გამოჩნდება ხოლმე. მაგალითად ისეთი, როგორიცაა პოპულარულ ანიმაციურ ფილმში – „სკუბი დუში“ გამოყენებული ფურგონი.

ავტომობილი 2012 წლის Ford Crafter-ის ბაზაზეა აწყობილი. ის სპეციალურად ბრიტანული ბენდის One Direction-ის ერთ-ერთი სოლისტისთვის შექმნეს. ავტომობილი მძლავრი აკუსტიკური სისტემითა და ლაზერული განათებითაა აღჭურვილი.

ფურგონის შიგნით 55 დიუმიანი პლაზმური ეკრანია დამონტაჟებული და მასზე თამაში ნებისმიერი გაჯეტითაა შესაძლებელი.
პროექტის ავტორებმა მანქანის უსაფრთხოებაზეც ბევრი იფიქრეს, ამიტომ გარდა მიმზიდველი დიზაინისა, ის კამერებითაც აღჭურვეს, რომელთა მოვალეობაც სიტუაციის კონტროლია.

ფურგონი აუქციონზე 3 ან 4 აგვისტოს გაიყიდება და მისი საწყისი ფასი 50 ათასი დოლარი იქნება.
