„ამ კადრებში, რაც პროკურატურამ დღეს გვაჩვენა, ერთადერთ ვიდეოში, სკვერის ჩხუბის ვიდეოში, არის ჩემი შვილი, ღია სკვერში, სადაც არის ჩხუბი. დანარჩენ ჩხუბში, სადაც წერია, ერთი ეპიზოდია, თუ არ ვცდები, სადაც დემეტრე ჩიქოვანი წერია, დემეტრე იმ ჩხუბში არ არის, ეს არის აბსურდი“, – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის, დემეტრე ჩიქოვანის დედა სოფო ძნელაძე TV პირველთან საუბრობს.
მისი თქმით „ეს არის ბუნებაში რომ არ არსებობს, ისეთი ბრალდება“:
„ამ კადრებში, რაც პროკურატურამ დღეს გვაჩვენა, ერთადერთ ვიდეოში, სკვერის ჩხუბის ვიდეოში, არის ჩემი შვილი, ღია სკვერში, სადაც არის ჩხუბი. დანარჩენ ჩხუბში, სადაც წერია, ერთი ეპიზოდია, თუ არ ვცდები, სადაც დემეტრე ჩიქოვანი წერია, დემეტრე იმ ჩხუბში არ არის, ეს არის აბსურდი, ეს არის ბუნებაში რომ არ არსებობს, ისეთი ბრალდება.
დემეტრე ჩიქოვანის ტელეფონიდან არავითარი ვიდეო არ არის ამოღებული. ეს არის შურისძიება კონკრეტულად პროკურატურის მხრიდან ჩემს ოჯახზე.
იმ სკვერში იყო ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბი, არ ვიცი რასთან დაკავშირებით მოხდა ჩხუბი, მაგრამ რაც დავინახე სკვერში, გოგოები, ბიჭები და უამრავი ხალხი, სახე დაფარული ჰქონდა მე რაც დავინახე, მაგრამ ჩემი შვილია და ვიცანი…“ – ამბობს სოფო ძნელაძე.
