ამერიკული ფეხსაცმლის ბრენდ Skyler New York-ში ფასდაკლებები დაიწყო. როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა თამთა ჯმუხაძემ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, მაღაზიაში გასული წლის კოლექციაზე 80%-მდე ფასდაკლება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე Skyler New York -ში გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციაა წარმოდგენილი.
ფასდაკლებასთან ერთად მაღაზიაში აქციებიც მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ორი ყოველდღიური ფეხსაცმელი 35 ლარად, ორი ე.წ. ”ბალერინა” – 20 ლარად, ორი ქუსლიანი ფეხსაცმელი (გარკვეული მოდელის) 20-30 ლარად, 2 ქუსლიანი ფეხსაცმელი კი 35 ლარად შეიძინოს.
”ამ ეტაპზე ჩვენს მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია ნატურალური ტყავის სანდლებიც, რომლის ღირებულებაც ფასდაკლებით 50 ლარს შეადგენს. ქალის ფეხსაცმლის გარდა, Skyler New York მომხმარებელს ხელჩანთებსა და აქსესუარებსაც სთავაზობს, ჩვენთან ფასდაკლებული ჩანთების ფასი 59 ლარიდან იწყება”,- აღნიშნა ჯმუხაძემ.
Skyler New York ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან არსებობს და მომხმარებელს ქალის ფეხსაცმელსა და აქსესუარებს სთავაზობს.