Skype-ით სასწრაფო დახმარებას უკვე კომპიუტერიდანაც გამოიძახებენ. 911-ზე კომპიუტერიდან დარეკვას მომხმარებლები ამერიკაშიც შეძლებენ, პროგრამა კი, საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების სერვისებს მათ ადგილმდებარეობას გაუზიარებს.
ამ სერვისით სარგებლობა აქამდე მხოლოდ ავსტრალიაში, დანიაში, ფინეთსა და გაერთიანებულ სამეფოში ჰქონდათ, ახლა კი რეგიონების ჩამონათვალს აშშ-ც მიემატა.
ადგილმდებარეობის გაზიარების არჩევამდე Notice & Disclosures გაფრთხილებით Skype იტყობინება, რომ სერვისი ჩვეულებრივი სატელეფონო ზარის მსგავსად არ მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ 911-ზე დარეკვის გარდა, მომხმარებლები უკვე ხუთწუთიანი ხმოვანი შეტყობინებების დატოვებასაც შეძლებენ.