უკრაინის საავიაციო ხელისუფლებამ ავიაკომპანია SkyUp Airlines-ს რამდენიმე მიმართულებაზე ფრენების ნებართვები გაუუქმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ავიანიუსი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, № 1338 ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ SkyUp Airlines-ს მარეგულირებელმა უკრაინის რამდენიმე ქალაქიდან ქუთაისის მიმართულებითაც შეუჩერა ფრენების ნებართვა. კერძოდ, SkyUp Airlines-ს ჩამორთმეული აქვს ხარკოვი-ქუთაისი-ხარკოვის და ოდესა-ქუთაისი-ოდესას საჰაერო ხაზზე ფრენების ნებართვები.
ცნობისთვის, აღნიშნული ნებართვები ავიაკომპანიამ COVID-19-ის კრიზისამდე მიიღო.