სლოვაკეთმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა პეტერ პელეგრინმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პელეგრინის განცხადებით, რუსი დიპლომატი პერსონა ნონგრატად 22 ნოემბერს გამოაცხადეს, რომლის შემდეგაც მას ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი ჰქონდა.
სლოვაკეთში მდებარე რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.