LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვაკეთში ორკვირიანი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა

89
ლოქდაუნი სლოვაკეთში

სლოვაკეთის მთავრობამ, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის შესაჩერებლად, ორკვირიანი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა.

შეზღუდვების ფარგლებში, რესტორნები დაიხურება, ღია დარჩება მხოლოდ ის მაღაზიები, სადაც პირველადი საჭიროების პროდუქცია იყიდება, მოქალაქეებს გადაადგილების უფლება მხოლოდ საყიდლებზე, სამსახურში, სკოლაში, სამედიცინო დაწესებულებაში ან ბუნებაში სასეირნოდ წასვლის შემთხვევაში ექნებათ.

სლოვაკეთში სამშაბათს ინფიცირების 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობამ კი 3 200-ს მიაღწია. ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების უმეტესობა არავაქცინირებულ პირებზე მოდის.

სლოვაკეთში, სადაც დაახლოებით 5.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 50%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g