LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვენიაში მოგზაურობის მსურველებს სპეციალური ფორმის შევსება მოუწევთ

64
shutterstock-1781341145-952x600

სლოვენიაში შემომსვლელ ყველა მგზავრს, 16 აგვისტოდან, თვითმფრინავით ან გემით ქვეყანაში შესვლამდე მოუწევს შეავსოს სპეციალური ფორმა: digital passenger tracking form (DPLF), რომელიც განთავსებულია web-აპლიკაციაზე – Enter Slovenia: https://www.policija.si/enterslovenia/en

ინფორმაციას სააგენტო „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც მკითხველს სხვა ინფორმაციასაც აწვდის, კერძოდ:

  • ტრანზიტულ მგზავრებს, რომლებიც რჩებიან აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, არ დასჭირდებათ ფორმის შევსება (თუკი მგზავრი რაიმე მიზეზით არ დატოვებს აეროპორტს).

  • თვითმფრინავის ან გემის ეკიპაჟს არ მოეთხოვება dPLF -ფორმის შევსება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები