LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვენიის მთელ ტერიტორიაზე ერთი სამგზავრო ბარათი იმოქმედებს

112
thumb_1024x663_slo-train-11zon

წლის ბოლოსთვის სლოვენიის მთელ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ერთი ბარათით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას The Mayor ავრცელებს.

ულიმიტო მგზავრობის ერთთვიანი აბონემენტის ფასი – 70 ევრო იქნება, ერთ წლიანი ბარათი კი – 560 ევრო ეღირება. შედარებისთვის, ლიუბლიანაში ახლა ერთი მგზავრობის ფასი 2,7 ევროა.

სლოვენია გახდა ევროკავშირის მეოთხე ქვეყანა, რომელმაც მთელს ტერიტორიაზე ერთი სამგზავრო ბარათის შემოღება გადაწყვიტა. მანამდე ასეთი ბილეთები გაჩნდა გერმანიაში, ავსტრიასა და უნგრეთში.

ბუნებრივია, მსგავსი პროექტის მთავარი მიზანი გზებზე ავტომობილების შემცირება და გარემოს მავნე გამონაბოლქვისგან დაცვაა.
2050 წლისთვის ევროპაში გარემოს დაბინძურება ისე უნდა შემცირდეს, რომ ბუნებას ზიანი აღარ მიადგეს. ასეთი მიზანი დაისახა ევროკავშირმა გლობალურ დათბობასთან ბრძოლის საკითხში.

ამავე მიზნით ესპანეთის სოფლებში მატარებლით გადაადგილება უფასო გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები