LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”სმარტმა” საკანცელარიო ნივთებზე 35%-მდე ფასდაკლება დაგეგმა

128

სუპერმარკეტების ქსელმა „სმარტმა“ მოსწავლეებს სწავლის დაწყება წამახალისებელი აქციითა და საქველმოქმედო ღონისძიებით მიულოცა.

როგორც ”ფორტუნას” ”ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს, გლდანში მცხოვრები დევნილი, სოციალურად დაუცველი ბენიძეების მრავალშვილიანი ოჯახის 2 წევრი პირველად სკოლაში „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მიაცილა. სასკოლო ნივთებით მათ მომარაგებაზე კი „სმარტმა“ იზრუნა. სხვა მოსწავლეებისთვის „სმარტმა“ საკანცელარიო ნივთებზე -35%-მდე ფასდაკლება დაგეგმა და სასკოლო ატრიბუტიკის მომარაგებსთვის ფართო არჩევანი და ხელსაყრელი პირობები შესთავაზა.

„სმარტის“ სახელით გვინდა თითოეულ მოსწავლეს და მშობელს მივულოცოთ სწავლის დაწყება. დღეს განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ, რომ ლილე და ნიკოლოზ ბენიძეები სკოლაში პირველად მე მივაცილებ და მინდა მათ წარმატებული მომავალი ვუსურვო. განათლება ხომ ბედნიერი მომავლის განმსაზღვრელია. ბენიძეების ოჯახი გლდანის „სმარტის“ მახლობლად ცხოვრობს და გვსურდა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად გაგველამაზებინა მათთვის“, – განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძემ.

ამასთან, სასწავლო კვირის უკეთ დაგეგმვისთვის 45 საჯარო სკოლის მომსაწვლეებს „სმარტისგან“ საჩუქრად  გაკვეთილების ცხრილი გადაეცათ და  „სმარტის’ კორპორაციულ გმირთან – ციყვთან სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g