LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Smeda მეწარმეთათვის შეხვედრების სერიას აგრძელებს

115
Sexvedra

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (Smeda) მეწარმეთა მხარდაჭერასა და შეხვედრების სერიას აგრძელებს.

რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის Rural SMEs Development (RSMEDP) ფარგლებში 8 ნოემბერს სასტუმროში „გორი ინნ“, 9 ნოემბერს კი თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება შეხვედრები, რომლებზეც ფინანსებთან და მათ მოძიებასთან დაკავშირებული, ასევე, საოპერაციო პროცესებისთვის საჭირო ფულადი რესურსებისა და მათი მართვის შესახებ საჭირო ინფორმაცია გაზიარდება.

შეხვედრაზე დასწრება მიზანშეწონილია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის – მათთვის, ვისაც ბიზნესის ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესება სურს.

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია.

რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტი Rural SMEs Development – Georgia დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში დასაქმებისა და შემოსავლების გაზრდას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g