LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი ბრალს ისევ არ აღიარებს

131

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი, მალხაზ კობაური ბრალს ისევ არ აღიარებს. კობაურს ახალი ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ შეხვდა.

კობაურის ინტერესების დამცველის ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, ბრალდებული ამბობს, რომ მკვლელობა ორი უცხო პირის მიერ არის ჩადენილი და სხვა პირებზეც საუბრობს.

„მალხაზ კობაური იგივე პოზიციაზე რჩება, რაც აქამდე ჰქონდა. არის გარკვეული დეტალები, რაზეც სამშაბათს ვისაუბრებთ,”- აღნიშნავს ადვოკატი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაზე თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები