ხადის ხეობაში სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს, ისევ ის სახაზინო ადვოკატი დაიცავს, რომელსაც საქმე თავდაპირველად დაეწერა. ალუდა ბუჩუკური საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც კერძო ადვოკატმა დავით გირგვლიანმაკობაურის დაცვაზე უარი განაცხადა.
ადვოკატი 19 წლის მწყემსს, გლდანის ციხეში 24 ივლისს მოინახულებს. შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, გაყვება თუ არა დაცვის მხარე თავდაპირველ ვერსიას, რომელზეც ბრალდებული საუბრობდა. კობაური ამბობდა, რომ სმითები ორმა უცხოელმა კაცმა დახოცა.
ბრალდებულის დედა ექსპერტიზის ბიუროს შედეგებს, სადაც საუბარია ლორა სმითის გაუპატიურებაზე, გაყალბებულს უწოდებს.