ჰიპ-ჰოპ არტისტს, სნუპ დოგს, საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ხმა არასდროს დაუფიქსირებია, თუმცა, როგორც ჩანს, ადრე თუ გვიან ყველაფერი იცვლება.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რეპერი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას პირველად მისცემს.
„სულ მჯეროდა, რომ თუ კრიმინალური წარსული გაქვს არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებდი, წელს ამერკელმა ხალხმა რაღაც უნდა შეცვალოს“, – გამაცხადა სნუპ დოგიმ.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპს კონკურენციას ჯო ბაიდენი გაუწევს.