LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სნუპ დოგის ახალი დისკი წლის ბოლომდე გამოვა

129
SnoopDogg

სნუპ დოგმა ახალ დისკზე მუშაობა დაასრულა. რეპერის მეოცე სტუდიური ალბომის – Missionary რელიზი, 13 დეკემბერს შედგება. მომავალი მუსიკალური პროექტის პროდიუსერია Dr. Dre, რომელთანაც ჰიპ-ჰოპ არტისტმა პირველად 1993 წელს, 19 წლის ასაკში, Snoop Doggy Dogg-ის სახელით, სადებიუტო ჩანაწერის – Doggystyle შექმნისას ითანამშრომლა.

ახლახან, ვარსკვლავურმა დუეტმა მომდევნო ფირფიტის რამდენიმე სიმღერის ნაწყვეტი მსმენელს წარუდგინა და დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ სნუპის შემდეგი ნამუშევრის ჩაწერაში მონაწილეობა მისმა ისეთმა კოლეგებმა და სხვა მუსიკოსებმა მიიღეს, როგორებიც: ემინემი, 50 Cent, სტინგი და სხვები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები