LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Snoop Dogg-ის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი გამოვა – საკულტო რეპერს, ჯონათან დევისი განასახიერებს

150
photo-collage.png (52)

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, 2027 წლის 6 აგვისტოს, ეკრანებზე Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმი, სახელწოდებით – Snoop გამოვა. პროექტს კინოკომპანია – Universal Pictures უშვებს და ის რეპერის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ყველაზე სრულყოფილ სურათს შემოგვთავაზებს.

რეპის ლეგენდას Netflix-ის პოპულარული სერიალის, Outer Banks ვარსკვლავი, ჯონათან დევისი განასახიერებს.

ბიოპიკს გადაიღებს კრეიგ ბრიუერი, რომელიც ცნობილია კინოსურათებით – Hustle & Flow და Dolemite Is My Name.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი პროდიუსერი თავად სნუპ დოგია ბრაიან გრეიზერთან ერთად, რომელმაც თავის დროზე ემინემის ,,მერვე მილი” შექმნა.

არსებული ცნობებით, ფილმში გამოყენებული იქნება რეპერის მდიდარი მუსიკალური კატალოგი, მათ შორის ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორებიცაა Gin and Juice და Drop It Like It’s Hot.

რეპერის თქმით, ფილმი ასაკობრივი შეზღუდვით გამოვა, რადგან მას სურს თავისი ცხოვრების რეალური და განგსტერული მხარე აჩვენოს.

შეგახსენებთ, რომ სნუპ დოგი, ნამდვილი სახელით კელვინ კორდოზარ ბროდუს უმცროსი, ამერიკული ჰიპ-ჰოპის, რეპ-კულტურისა და შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. 1971 წლის 20 ოქტომბერს კალიფორნიაში დაბადებულმა არტისტმა უდიდესი როლი ითამაშა დასავლეთ სანაპიროს „განგსტერული რეპის“ პოპულარიზაციაში.

ის ლეგენდარულმა პროდიუსერმა, Dr. Dre-მ აღმოაჩინა. სნუპ დოგის სადებიუტო სოლო ალბომი – Doggystyle (1993) მუსიკის ისტორიაში შევიდა. კარიერის განმავლობაში მას მსოფლიო მასშტაბით, 35 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.

მუსიკის გარდა, სნუპ დოგი აქტიურად მოღვაწეობს კინოინდუსტრიაშიც. ის გადაღებულია უამრავ ცნობილ ფილმსა თუ შოუში.

ამასთან, დღეს სნუპ დოგი მხოლოდ მუსიკოსი აღარ არის. ის წარმატებული მეწარმეა, რომელიც ფლობს ლეგენდარულ ხმისჩამწერ ლეიბლს – Death Row Records. გარდა ამისა, ის ცნობილია თავისი იუმორით, უნიკალური იმიჯითა და ტელეგადაცემებში მონაწილეობით, რის გამოც მას ხშირად „ამერიკის ყველაზე საყვარელ ადამიანსაც“ კი უწოდებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები