LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოჭში მცხოვრებ ინგა თუთისანს პატიმრობიდან 10 დღეში გაათავისუფლებენ

68

რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ სოჭში მცხოვრებ ინგა თუთისანს სასჯელი შეუმცირა. ამის შესახებ მსჯავრდებულის ადვოკატმა განაცხადა. თუთისანს ბრალად ედებოდა 2008 წელს რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ ქართველი მეგობრებისთვის შეტყობინებების გაგზავნა.

ამის გამო მას 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა სასჯელი 4 წლამდე შეუმცირეს. თუთისანს პატიმრობიდან, სავარაუდოდ, 10 დღეში გაათავისუფლებენ. სასჯელს ის 2014 წლიდან იხდის.

გასულ წელს, ამავე ბრალდებით გასამართლებული ანიკ კესიანი, ოკსანა სევასტიდი და მარინა ჯანჯღავა გაათავისუფლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g