LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელევიზიაში აპირებთ შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ! ომი გინდათ? – ინგა გრიგოლია

196
FORTUNA.GE- (2)

“რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის ,”რუსთავი ორი”? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა, ყველამ ვიცით? აბა გაბედეთ!” – ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ამ პოსტით ეხმიანება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მან პროკურატურას ტვ პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა.

არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა !!! – ტვ პირველის დირექტორი პროკურატურას მიმართავს

გრიგოლია ტელეკომპანიის დირექტორს გამამხნევებლად მიმართავს და წერს, რომ მრავლისმნახველია და იცის, ასეთი ამბები როგორც სრულდება:

“ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის “რუსთავი ორი,”? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა, ყველამ ვიცით? აბა გაბედეთ! ვატო წერეთელი, ხომ იცი, მრავლისმნახველი ვარ და ასეთი ამბების ფინალიც ვიცი” ✌️? – წერს გრიგოლია.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მედიასაშუალებას განჩინება გადასცეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

ამის შემდეგ ტელეკომპანიის დირექტორმა ვატო წერეთელმა მოუწოდა პროკურატურას, “არ გაბედონ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა”.

პოპულარულები