სულ უფრო მძიმდება ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სკანდალური დაშორების ისტორია. ჯერ სასამართლომ თქვა უარი ჰერდის სარჩელის განხილვაზე, რომელიც მან ოჯახური ძალადობის ბრალდებით შეიტანა. ახლა კი, სოციალურ ქსელში წყვილის ჩხუბის ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც გაღიზიანებული დეპი ყოფილ მეუღლეს უხეშად ართმევს ტელეფონს. ჟურნალისტების აზრით, ჩანაწერი ერთი თვის წინ გაკეთდა და სწორედ ამ ინციდენტზე აკეთებდა აქცენტს ჰერდი სარჩელის შეტანისას.
30 წლის მსახიობმა უკვე გააკეთა კომენტარი და ყველა დაარწმუნა, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს ვიდეოს გავრცელებასთან. მეტიც, ის ყველანაირად ეცდება, ამოიღოს ის ქსელიდან, რადგან ძალიან არ უნდა დეპის და საკუთარი თავის კომპრომენტირება. ჰერდის განცხადებით მას კონფლიქტის მოგვარება ბევრად უფრო ცივილური ხერხით ურჩევნია.