პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში დაბრუნდა, აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები დაუშინეს.
ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ“ – „გახარია საქართველოსთვის“
როგორც პარტიაში აცხადებენ, წინასწარ მომზადებული ჯგუფის მხრიდან ყოფილი პრემიერის მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს.
ცნობისთვის, დღეს პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში დაბრუნდა, აეროპორტში წინასწარ ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრეს.
პარტიაში განუცხადეს, წინასწარ მომზადებული ჯგუფის მხრიდან ყოფილი პრემიერის მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს.